თეგი: ავარიული დაშვება

ბაქოს აეროპორტში განგაში გამოცხადდა

Qantas Airways-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო, დღეს დილით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში განგაში გამოცხადდა. APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი. ავიაკომპანია Qantas Airways-ის Airbus A380-მა, რომელიც სინგაპური-ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ტვირთის სათავსოში კვამლის გამო, ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავი ბაქოს დროით 07:08 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა. ბაქოს აეროპორტში გამოცხადებულ განგაშთან დაკავშირებით, სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. ამ წუთებში მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება და ინციდენტის ყველა გარემოებისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭირო ღონისძიებების ორგანიზება.  

ათენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ორი გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა

Ryanair-ის (RYA.I) სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. Reuters-ის ცნობით, მანამდე, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. თვითმფრინავში დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, რომელიც კატოვიციდან საბერძნეთში მიფრინავდა, ათენში ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით, 17:35 საათზე დაფრინდა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველების მიერ შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა. 

თვითმფრინავი, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებები გადაჰქონდა, მოსკოვის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - მედია

ხანტი-მანსიისკი-მოსკოვის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავში 19 კგ რადიოაქტიური ნივთიერება იყო. იუწყება ტელეგრამ არხი Shot-ი. გავრცელებული ინფორმაციით, Utair-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 104 მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 01:00 საათზე სადესანტო მექანიზმის გაუმართაობის შესახებ სიგნალი გაგზავნა. „ბორტზე 19 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც სახიფათო ტვირთის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ნებადართულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ,“ - აღნიშნავს არხი. მისივე თანახმად, საშიში ტვირთი არ დაზიანებულა.